🎯 დავალების მიზანი
ამ დავალების შესრულებით თქვენ:
- გამოცდით Self-hosted ავტომატიზაციას და გაუშვებთ n8n-ს ლოკალურად.
- ისწავლით Zero Data Leakage პრინციპების პრაქტიკაში გამოყენებას ლოკალური მოდელის (Ollama) მიერთებით.
- ააწყობთ ციკლურ ლოგიკას (Looping) რთული კვლევითი ამოცანების ავტომატიზაციისთვის ან დანერგავთ ავტონომიურ Executive Briefing Agent-ს OS-ის დაგეგმარებით.
📋 დავალებები
შეასრულეთ ნაწილი 1 (სავალდებულო) და აირჩიეთ ერთ-ერთი არჩევითი (ნაწილი 2 ან 3) სრული 10 ქულის მისაღებად.
მოთხოვნა: დააყენეთ n8n თქვენს კომპიუტერზე Docker-ის გამოყენებით.
- გადმოწერეთ და დააინსტალირეთ Docker Desktop (Windows/Mac).
- გახსენით Terminal / Command Prompt და გაუშვით შემდეგი ბრძანება:
docker run -it --rm --name n8n -p 5678:5678 -v n8n_data:/home/node/.n8n docker.n8n.io/n8nio/n8n
- ბრაუზერში შედით მისამართზე
http://localhost:5678და გაიარეთ რეგისტრაცია (ლოკალურად). - შექმენით ახალი Workflow და დაამატეთ 1 მარტივი Webhook Trigger-ი და Set ნოდი.
მოთხოვნა: დააკავშირეთ ლოკალური n8n ლოკალურ AI მოდელთან უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.
- გადმოწერეთ Ollama და გაუშვით მოდელი ტერმინალიდან:
ollama run llama4,deepseek-v4.1ანdeepseek-r1:1.5b(ალტერნატივა:qwen2.5:7b). - n8n-ში დაამატეთ **Basic LLM Chain** და **Ollama Chat Model** ნოდები.
- დააკონფიგურირეთ Ollama-ს Base URL (ჩვეულებრივ
http://host.docker.internal:11434). - გაუშვით ტესტი, სადაც n8n დაამუშავებს ტექსტს ლოკალური მოდელის დახმარებით, ინტერნეტის გარეშე.
მოთხოვნა (აირჩიეთ ა ან ბ):
ვარიანტი ა (n8n Deep Research): შექმენით ვორქფლოუ Schedule Trigger-ით და Loop ნოდით (3 იტერაცია), სადაც HTTP Search API + AI აგენტი აანალიზებს მიღებულ შედეგს და ხარვეზების აღმოჩენისას აკეთებს მეორე, უფრო დაკონკრეტებულ ძიებას.
ვარიანტი ბ (Executive Morning Briefing Agent): გაუშვით პერსონალური ბრიფინგის აგენტი (Python + LiteLLM + Telegram), რომელიც კითხულობს Open-Meteo ამინდსა და სიახლეებს, ხოლო ოპერაციულ სისტემაში დააკონფიგურირეთ Windows Task Scheduler ან cron ყოველ დილას ავტომატური გაშვებისთვის.
📤 რა უნდა ჩააბაროთ
შექმენით 1 PDF დოკუმენტი შუალედური ანგარიშისთვის:
- n8n-ის ეკრანის ანაბეჭდი (ნაწილი 1): სურათი, სადაც ნათლად ჩანს ბრაუზერის მისამართი (
localhost:5678) და თქვენი პირველი workflow. - არჩევითი ნაწილის (2 ან 3) სურათი: Ollama-ს წარმატებული პასუხის ლოგი n8n-დან, Loop ნოდის არქიტექტურა, ან Morning Briefing-ის Telegram შეტყობინება Task Scheduler-ის ლოგით.
- ანალიტიკური პასუხი (2-3 წინადადება): რა განსხვავებას ხედავთ Make.com-სა და ლოკალურ n8n-ს შორის? რომელს აირჩევდით ბანკისთვის და რატომ?
📅 ვადა: მე-5 ლექციამდე
📎 ფაილის სახელი: HW4_თქვენი_სახელი_გვარი.pdf
⭐ შეფასების კრიტერიუმები
| კომპონენტი | ქულა | შეფასების დეტალები |
|---|---|---|
| Docker & n8n Setup | 5 ქულა | n8n წარმატებით არის გაშვებული ლოკალურად. დასტურდება screenshot-ით (localhost). |
| ლოკალური AI / Deep Research / Briefing | 4 ქულა | წარმატებით არის დანერგილი Ollama-ს კავშირი, Loop ლოგიკა n8n-ში ან Executive Briefing აგენტის ავტონომიური დაგეგმარება. |
| თეორიული ანალიზი | 1 ქულა | დასაბუთებული პასუხი Make.com-ისა და n8n-ის განსხვავებების შესახებ (Zero-Leakage & ენთერფრაიზ კონტექსტში). |