ამ კურსზე პროგრამირების ცოდნა არ არის საჭირო! დავალებები დაყოფილია 3 დონედ:
მიზანი: მომხმარებლის ინტერფეისისა და ავტომატიზაციის დაკავშირება მკაფიო მონაცემთა კონტრაქტით.
policy_number, category, message და attachment_url.urgency=HIGH → Human Review; სხვა → დამუშავება.უსაფრთხოების პირობა: API key არ ჩაწეროთ Lovable-ის browser-side კოდში და სატესტოდ არ გამოიყენოთ რეალური პირადი მონაცემები.
მიზანი: გამოთვალოთ ფინანსური სარგებელი მზა შაბლონით.
მოცემულობა: ლოჯისტიკურ კომპანიაში ოპერატორი ყოველდღიურად ბეჭდავს 100 ინვოისს ERP სისტემაში სურათებიდან გადაწერით. ერთ ინვოისს სჭირდება 3 წუთი. ოპერატორის ანაზღაურებაა 10 ₾ საათში. თქვენ სთავაზობთ Vision AI-ის სისტემას. 1 სურათის გაანალიზება API-ით ჯდება 0.05 ₾.
გამოთვალეთ (ერთ თვეზე - 22 სამუშაო დღე):
მიზანი: ამოიცნოთ კონფიდენციალური მონაცემები ტექსტში და დაიცვათ GDPR სტანდარტი.
წაიკითხეთ კლიენტის მოწერილი ტექსტი:
"გამარჯობა, მე ვარ თამარ კვარაცხელია. ჩემი მანქანა, მერსედესი, ნომრით AA-123-BB მოხვდა ავარიაში რუსთაველის 15 ნომერთან. გთხოვთ დამიკავშირდეთ ნომერზე 599 12 34 56. ჩემი პირადი ნომერია 01012345678."
დავალება: ხელახლა დაწერეთ ეს ტექსტი, ოღონდ დაფარეთ ყველა PII მონაცემი `[MASKED]` ტეგით, ისე რომ ChatGPT-მ მაინც შეძლოს გაგება, რომ ეს არის ავტო-დაზღვევის სადაზღვევო შემთხვევა.
💡 მინიშნება: დაფარეთ სახელი/გვარი, მანქანის ნომერი, ტელეფონი და პირადი ნომერი. დატოვეთ მხოლოდ მოვლენის არსი ("მანქანა მოხვდა ავარიაში...").
მიზანი: ენთერფრაიზ სისტემის მედეგობის უზრუნველყოფა გარე სერვისების გათიშვისას.
სცენარი: თქვენი დილის ბრიფინგის ან მხარდაჭერის აგენტი ეყრდნობა 3 გარე წყაროს: ამინდის API, კრიპტო/საფონდო API და LLM შეჯამებას. დილით ამინდის API-მ დააბრუნა შეცდომა 503 Service Unavailable.
დავალება: დააპროექტეთ სისტემის ქცევა Graceful Degradation პრინციპით:
მიზანი: რისკების მართვის დაგეგმვა ფინანსურ ტრანზაქციებში.
თქვენ აწყობთ ავტომატიზაციას, რომელიც კლიენტის მოთხოვნისთანავე ავტომატურად უკეთებს მას თანხის დაბრუნებას (Refund) Stripe-ის ან საბანკო API-ის გავლით. ეს ძლიერ სარისკოა ადამიანის კონტროლის გარეშე.
დავალება: ჩამოწერეთ ავტომატიზაციის ნაბიჯები Make.com-ში ისე, რომ თანხის დაბრუნების Action Node არ გაეშვას, სანამ ფინანსური მენეჯერი Slack-ში/Telegram-ში არ დააჭერს "Approve" ღილაკს.
💡 არქიტექტურული მინიშნება: Webhook (მოთხოვნა) ➔ Make.com ➔ Slack/Telegram (Approval Message with Button) ➔ Webhook Listener (ღილაკის დაჭერის მოლოდინი) ➔ თუ დადასტურდა (Approved) ➔ Refund API Call.