💪 სავარჯიშოები: Production Agent & Final Pitch
ინსტრუქცია: ჯერ დააპროექტეთ უსაფრთხო Production Agent, შემდეგ მოამზადეთ მისი მოკლე ფინალური დემო.
დავალება 1: Production Agent Architecture Canvas
მიზანი: სამივე ტექნოლოგიის პასუხისმგებლობისა და უსაფრთხოების საზღვრების განსაზღვრა.
- მონიშნეთ, რომელი მონაცემი რჩება Local LLM-ში და რატომ.
- ჩამოწერეთ Claude Agent SDK-ის tools, hooks და permission scopes.
- დაასაბუთეთ, რომელ ერთ ნაბიჯზე გჭირდებათ Computer Use და რატომ ვერ იყენებთ API-ს.
- დაამატეთ Human Approval, audit log, safe-stop და fallback.
დავალება 2: პორტფოლიოს ვიდეოს ჩაწერა (Loom)
მიზანი: კლიენტებისთვის საჩვენებელი მასალის შექმნა.
- გადმოწერეთ Loom (ან ნებისმიერი Screen Recorder).
- ჩაწერეთ მაქსიმუმ 3-წუთიანი ვიდეო, სადაც აჩვენებთ თქვენს ფინალურ პროექტს მოქმედებაში.
- ვიდეოში ისაუბრეთ ბიზნესის ენაზე (ROI, პროდუქტიულობა) და არა ტექნიკური ტერმინებით (JSON, API).
- ატვირთეთ ვიდეო LinkedIn-ზე მოკლე აღწერით და მონიშნეთ Smart Academy.
დავალება 3: პირადი AI Information Pipeline-ის აწყობა
მიზანი: მუდმივად სიახლეების საქმის კურსში ყოფნა დროის ხარჯვის გარეშე.
- ააწყვეთ Make.com სცენარი, რომელიც წამოიღებს RSS Feed-ს ტექნოლოგიური ბლოგებიდან (მაგ. TechCrunch, OpenAI Blog).
- გაატარეთ ეს სიახლეები ChatGPT/Claude მოდულში, რათა გააკეთოს 1-აბზაციანი ქართული შეჯამება თითოეულ სტატიაზე.
- გააგზავნეთ ეს შეჯამებები თქვენს პირად Telegram ჩატში ყოველ დილით 09:00 საათზე.